29, ნოემბერი 2019 19:52:00
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა 23-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, კაცი თავზე არსებული ჭრილობით მედცენტრში მოათავსეს.
"ბათუმელების" ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი – 10 თვის და 1 წლის ბავშვები არიან, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათ გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა მათზე მონიტორინგი გრძელდება.