29, ნოემბერი 2019 21:41:00
ახლა კი გაგიზარებთ ამბავს, თუ როგორ დაიწყო ბათუმელმა ხელოვანმა 4 წლის წინ ხელნაკეთი ნივთების დამზადება და რეალიზაცია. „რეივენს ბრო“ -ს - მისი შთაგონების წყარო ყვავი "რეი-რეი“ გახდა. საკუთარ იდეებზე ხორცისშესხმაში კი პროექტი „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა. რა გზა განვლაო ტოგო მეგრელაძემ სახელოსნოს გახსნიდან დღემდე?
ტულინგის დაწყებამდე ხელოვანს სპეციალური ინსტრუმენტით ტყავზე ფორმები გამოყავს. ტოგო მეგრელაძეს ეს საქმე ყოველღიურობად ბოლო 4 წელია ექცა. ძირითადად მითოლოგიის პერსონაჟებს ირჩევს. ახლა საფულეზე ტყის ღმერთის სახეს ამუშავებს:
ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო. საკუთარი შესაძლებლობებისთვის გასაქანი რომ მიეცა, ძალები გამოსცადა. პროექტი შეადგინა და „აწარმოე საქართველოს“ საკუთარი იდეით დაფიანსებისთვის მიაკითხა:
სახელოსნო „რეივენს ბრო“ სწორედ 4 წელია ფუნქციონირებს. ნაწარმი ხარისხიანი ტყავისგან მზადდება. ხელსაქმით თვითნასწავლი ოსტატი სიამოვნებას იღებს. ამბობს, რომ სირთულე ახლავს, თუმცა პოზიტიური მუხტი უფრო მეტია:
სახელი 28 წლის ტოგოს გარდაცვლის მეგობარს უკავშირდება. რაც არ უნდა გასაკვირად გეჩვენოდ, წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვანი რეი-რეის უვლიდა. რეი-რეი ყვავი იყო.
პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ჯერ ესკიზს არჩევს, მერე ტყავზე გადააქვს, ამის შემდეგ კი ყველაზე რთული- ტულინგი იწყება, რაც ჩრდილების გამოყვანით, შეღებვით და ბოლოს მოდელის აწყობით სრულდება. საშუალო სირთულის სრულყოფილი ნამუშევრის დასრულება 2 დღეს საჭიროებს.
აქვს საკუთარი გვერდი ფეისბუქზეც. მუშაობს შეკვეთებზეც. სურს, რომ ბრენდი შექმნას. ამ ეტაპზე ფინანსური საშესაძლებლობები აბრკოლებს.