01, დეკემბერი 2019 13:44:00
დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო. „მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ივანიშვილი.
წყარო: ipn.ge