02, დეკემბერი 2019 11:31:00
"ენერგო-პრო ჯორჯიას" სათაო ოფისის შემდეგ ცხოველების პარკინგი უკვე ბათუმის აბონენტთა მომსახურების ცენტრშიც დამონტაჟდა. იმისთვის, რომ აბონენტების ოთხფეხა მეგობრებმა თავი შედარებით კომფორტულად იგრძნონ, პარკინგი გარე ფასადის ნაცვლად მთავარ ფოიეში მოეწყო.
როგორც TV25.GE-ს კომპანიაში განუხცხადეს, სიახლე ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონებსაც მოიცავს.