02, დეკემბერი 2019 17:10:00
2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 ათას 49 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% - ბიჭი. სწავლის შეწყვეტის გამომწვევი მიზეზები კი უცნობია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.