02, დეკემბერი 2019 17:36:00
ბათუმის ცნობილი შენობები, პიროვნებები და მათი ისტორიები. ეს იმ ტრენინგის თემები იყო, რომელსაც ათეულობით დამწყები და მოქმედი გიდი დაესწრო. ქალაქის პრაქტიკული ტურისას ტრენინგის მონაწილეებმა ცნობილი თუ უცნობი ისტორიები იმ შენობებთან მოისმინეს, სადაც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ბათუმის კულტურულ-ისტორიული წარსული იქმნებოდა. პრაქტიკული სემინარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.