03, დეკემბერი 2019 18:04:00
81 წლის ასლან აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულ საერთაშორისო ძებნილთა შორის. აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს საიტზე წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება. ინტერპოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 80 წელს გადაცილებულ ძებნილთა რაოდენობა სულ 28 ადამიანს შეადგენს, მათგან ყველაზე უხუცესი ძებნილი 95 არგენტინელი რომერო ტელო ჰუმბერტო გახლავთ, რომელსაც თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით ეძებენ. აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე კი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით იძებნება.