03, დეკემბერი 2019 18:10:00
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში დადასტურებულია, რომ შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს შევიდა. „საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს პრეზიდენტზე ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად“- ნათქვამია განცხადებაში