ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენად. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ. საბჭოს წევრემა თქვეს, რომ სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია. მედია ორგანიზაციაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე საუბარს არ წყვეტენ ჟურნალისტები.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა მაუწყებლის თანამშრომლების პირისპირ ის პრობლემები მოისმინეს, რომელზეც ისინი ღიად აქამდეც საუბრობდნენ. ჟურნალისტებმა შეხვედრაზე კიდევ ეთხელ დააფიქსირეს, რომ მათთვის მთავარი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაა. ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა კი, მათივე მტკიცებით, მედია ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა დაიწყო.
მაუწყებელში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები რომ პრობლემურია, დღეს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წარმომადგენლებმა მეორედ, ამჯერად ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგაც დააფიქსირეს. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებთან შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენაა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე და წევრები საზოგადოებრივი მაუწებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის, ასევე გადაცემების „ჰეშთეგისა და დილის ტალღის“ ჟურნალისტებს შეხვდნენ.
ტელევიზიაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე ალაპარაკდა შემოქმედებითი გადაცემების თანამშრომელთა ნაწილი. მიმდინარე პროცესების ფონზე, კოხრეიძე დღეს გადაცემა ჰეშთეგისა და დილის ტალღის შემადგენლობას შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთა ნაწილმა თქვა, რომ დირექტორი მათ მომზადებულ გადაცემებს იწუნებს
საზოგადოებრივი მაუწყბელის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას რამდენი დღეში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შეხვდება. ტელევიზიაში დაპირისპირება ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ დაიწყო. ჟურნალისტთა ნაწილი ხელმძღვანელის მხრიდან მუქარის შემცველ მესიჯებსა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მითითებაზე საუბრობენ. თავად გიორგი კოხრეიძე კი მიმდინარე პროცესებში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტრიის წარმომადგენლებს კოხრეიძე ხვალ შეხვდება.