03, დეკემბერი 2019 22:12:00
„არსებობს საფუვლიანი ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის საჯარო იურიდიული სტატუსის გაუქმება იგეგმება.“ - ამის შესახებ განცხადებას აჭარაში მოქმედი რვა ოპოზიციური პარტია ავრცელებს.ამის დასტურად პოლიტიკური პარტიების ლიდერები მაუწყებლის დირექტორის ფორსმაჟორულ სიტუაციაში არჩევასა და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობას ასახელებენ. ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსსა და მესამე სექტორს მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.