04, დეკემბერი 2019 17:14:00
ხმაური და დაპირისპირება იყო ხულოში. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროში არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერატივას” აქტივისტებს, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა შესვლის საშუალება არ მისცეს და წარმომადგენლებს ცოცხებით დახვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთია ვინც ხელი შეუშალა და ჩააგდო პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხი. აქციის მონაწილეებს ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან სტიკერების გაკვრა უნდოდათ, რასაც ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. პოლიცია ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.