04, დეკემბერი 2019 17:17:00
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. ასევე, საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. პლენუმმა დღეს უნდა განიხილოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს არსებითი განხილვისთვის.