04, დეკემბერი 2019 17:44:00
ბათუმში "MASTER LEAGUE"-ს დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები და გამორჩეული ფეხბურთელები დაჯილდოვდოვდნენ. ტურნირი ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ჩემპიონატი 2 თვის განმავლობაში, ბათუმის 10 საფეხბურთო გუნდს შორის მიმდინარეობდა.