05, დეკემბერი 2019 17:39:00
სახალხო დამცველის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში სახიფათო პროცესებია. ნინო ლომჯარიამ საკმაოდ შემაშფოთებელი უწოდა ინფორმაციას, რომელიც მედია ორგანიზაციის ჟურნალისტების ნაწილისგან დღეს მიიღო. მისივე თქმით, სახალხო დამცველი სრულად უჭერს მხარს ჟურნალისტების დამოუკიდებლობას, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპს და მონიტორინგს გაუწევს მედიასაშუალებაში მიმდინარე პროცესებს. დღესვე ნინო ლომჯარია ახალ ხელმძღვანელს, გიორგი კოხრეიძეს შეხვდება. ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი თვლის, რომ აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლის საფრთხე არსებობს.