05, დეკემბერი 2019 21:20:00
ბათუმის საერთაშორისო ტერმინალის მუშაობას აპროტესტებენ დღეს ევკუტორების და ავტომანქანების მესაკუთრეები. ისინი გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არსებულ რიგებზე საუბრობენ და ამტკიცებენ რომ შესაბამისი სამსახურები ცუდად მუშაობენ. შემოსავლების სამსახურში ამტკიცებენ, რომ მათი მხრიდან შეფერხებას ადგილი არ აქვს. თავად ბათუმის საერთაშორისო ტერმინალში კი კომენტარს არ აკეთებენ, ფაქტს ტვირთბრუნვის გაზრდით ხსნიან, როგორც მარკეტინგის მენეჯერმა პირად საუბარში განმარტა, ტვირთბრუნვა გასამმაგებულია და კადრების დამატების მიუხედავად რიგების არსებობა გარდაუვალია.