05, დეკემბერი 2019 21:33:00
კაფე ,,ფანტაზია" იგივე რვაფეხა ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მისი ისტორია მეოცე საუკუნის 70 - იანი წლებიდან იწყება. ოფიციალური წყაროების მიხედვით,~ იგი 1981 წელს გაიხსნა და მალევე გახდა ბათუმის სავიზიტო ბარათი. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა, არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. როგორც არქიტექტორს უთქვამს, შემოქმედების მთავარი შთაგონება მისი სამშობლოს სხვადასხვა მხარის უნიკალური ბუნება იყო, თავისი ინდივიდუალიზმითა და მშვენიერებით“.
შენობა რვა ფეხზე შემდგარი, რვა ღიობით გახსნილი კონსტრუქცია იყო. იგი სპეციალური ესკიზების მიხედვით ადგილზე მოდუღებული რკინის კარკასია, რომელსაც გადაკრული აქვს რკინისვე ბადე. ეს ბადე შელესილი იყო მოპირკეთებული ფერადი ქვებით - სმალტით. ეს უკანასკნელი კი თავად ავტორებს, სპეცილური ტექნოლოგიებით შეუმუშავებიათ და ლენინგრადში დაუმუშავებიათ.
უფრო მეტი ნახეთ ლინკზე