06, დეკემბერი 2019 17:09:00
არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატაარება. ოპოზიცია იგივე მოთხოვნებით კვლავ ქუჩაში გამოვიდა. მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოეწყო. მასში მონაწილეობა აჭარაში მოქმედმა ყველაზე ოპოზიციური პარტიის წევრმა მიიღო.
„ერთად, ერთის წინააღმდეგ!“ - ბათუმის ცენტრალური პარკიდან მთავრობის სახლისკენ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნა რეგიონის მთავრობისგან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული საარჩევნოს სისტემის მიღებაა.
„დაგვიბრუნეთ სისხლით მოპოვებული პროპორციული არჩევნები“- სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილეები.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მსგავსი შეკრებებით ხელისუფლებას მანამ შეაწუხებენ, სანამ თავიანთი მოთხოვნები არ შესრულდება.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ აქციები იქამდე გაგძელდება, სანამ ივანიშვილის უზურპატორული რეჟიმი არ დასრულდება.
აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის კორდიონი დახვდა მობილიზებული. გაერთიანებული ოპოზიციია ნაწილი