06, დეკემბერი 2019 17:59:00
რა პირობებში მიმდინარეობს ციტრუსის მიღება დაბა ჩაქვში ? სოფლის მეურნეობის მინისტრი სიტუაციას ციტრუსის მიმღებ -გადამამუშავებელ საწარმოში გაეცნო. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. ნაყოფის შეფუთვა კი ხდება ევროსტანდარტების მიხედვით. საწარმო ნარინჯისფერ რთველზე 2 ათას ტონამდე ციტრუსს მიიღებს და გადაამუშავებს , რომელიც რუსეთის და უკრაინის ბაზარებზე იქნება ექსპორტირებული.