09, დეკემბერი 2019 22:05:00
ბათუმის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები გიდებისთვის დასრულდა. ორკვირიანი სალექციო კურსის მსვლელობის პროცესში რეგიონში მოქმედმა და დამწყებმა გიდებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, როგორებიცაა ბათუმის ცნობილი შენობები, ეზოები და მათი ისტორიები, ბათუმი კინოში, ბათუმი და პიროვნებები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში საშემოდგომო სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა. გარდა აღნიშნული ტრენინგისა, დღეს გიდებისთვის ახალი პროგრამა „გასტრონომიული გიდი” იწყება.