09, დეკემბერი 2019 18:14:00
გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი ავარია სიგრუს გამზირზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი. გარდაცვლილი 33 წლის იყო, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯიპის მძღოლმა ავარიის ადგილი დიდი სიჩქარით დატოვა და დაშავებული გზაზე მიატოვა. უცნობია, თუ ზუსტად როგორ მოხდა შემთხვევა. ამ დროისთვის პოლიცია მიმალულ მძღოლს ეძებს.
წყარო: mega tv