10, დეკემბერი 2019 17:47:00
იმისათვის, რომ საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სწრაფად მოახერხონ ოფიცრის პოზიციის დაკავება, საჭიროა დამატებით 6 თვიანი პროფესიული პრაქტიკა საერთაშორისო ნაოსნობაში. 2020 წლიდან კი ყველა კურსდამთავრებულს აღნიშნულ წვრთნას აჭარის მთავრობა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაუფინანსებს. დღეს საზღვაო აკადემიაში გამართული ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.