10, დეკემბერი 2019 18:00:00
10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღედ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებმა და ასევე, პროფესორ-მასწავლებლებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას “ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მე-15 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი “ გაიმართა. პროექტი ევროსაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი ძალადობისა და სიძულვილის ტენდენციების რისკის შემცირებაა.