10, დეკემბერი 2019 18:04:00
ბათუმში, გრიშაშვილის ქუჩის პირველ ნომერში თანამედროვე სტანდარტების ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. შენობაში თამარის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრი განთავსდება. სამუშაოების ღირებულება 113 ათას 165 ლარს შეადგენს. სერვისცენტრების მიზანი მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაა. სამომავლოდ ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.