10, დეკემბერი 2019 21:36:00
"ერთად ვიბრძოლოთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ"- თემაზე შეხვედრა დღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი წევრებმა სტუდენტებს ის საფრთხეები გააცნეს, რაც შესაძლოა მსგავს ფაქტებს მოჰყვეს. მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრებებიც. 16 დღიანი კამპანია გენდერულიძალადობის წინააღმდეგ დღეს დასრულდა. მიზანი ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.