11, დეკემბერი 2019 18:32:00
მარადიდში მცხოვრებლებმა მთავრობის სახლთან საპროტექტო აქცია გამართეს. მოქალაქეებმა თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გადაწყვეტილება გააპროტექტეს. განკარგულება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით ათი დღის წინ მიიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში მიმდინარე ჰესის მშენებლობის გამო, მათი ნაკვეთები დაიტბორა, კომპანია კი ზარალს არ უნაზღაურებს. ხეობის მკვიდრები შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.