11, დეკემბერი 2019 17:34:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა. ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია. მათ შორის 3ათას 65 აბი "სუბუტექსი", 302 გრამი "ჰეროინი", 327 კილო "კანაფი", 13 კილოგრამი "მარიხუანა", ასევე 204 კაფსულა "მეტადონი" . ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.