11, დეკემბერი 2019 18:09:00
აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი რეგიონის პოპულარიზაცია გრძელდება. ამჯერად, ბათუმის და რეგიონის რეკლამირება ლიეტუვაში რეიტინგული და ყველაზე ყურებადი ტელევიზიის ეთერით ხორციელდება. პარალელურად, აჭარის პოზიციონირება მიმდინარეობს Expedia-ზე. სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე მილიონობით მომხმარებელი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ იღებს ინფორმაციას. კამპანიებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ეტაპოპრივად ანხორციელებს.