12, დეკემბერი 2019 14:15:00
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა, რის გამოც ტრანსპორტი დაზიანდა.შეთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს.