12, დეკემბერი 2019 16:57:00
ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სწორედ სპეციალისტები დაადგენენ თუ რა ნივთიერება დაასხეს ქვეყნის წარმომადგონლობით ორგანოს სხდომათა დარბაზში. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, კანონდებლებმა დარბაზი დატოვეს. პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ მათგანს კი სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენებაც დასჭირდა.