12, დეკემბერი 2019 21:27:00
21 საუკუნე, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტელეფონს მიჯაჭვული მოზარდები.თაობა, რომელიც დროის დიდ ნაწილს სმარტფონებთან ატარებს. მშობლები ბავშვების მიჯაჭვულობას დაავადებას უწოდებენ. რა საფრთხეებზე საუბრობენ ფსიქოლოგები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ვნახოთ სიუჟეტში.
მშობლები მოზარდების დამოკიდებულებაზე სმარტფონების მიმართ წუხან. ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების გზებს ვერ ხედავენ. მიჯაჭვულობას დაავადებას უწოდებენ და მოგვარების გზებს ვერ პოულობენ.
ბავშვთა საკითხებზე მომუშავე, მესამე სექტორის წარმომადგენელი, სმარტფონებზე ბავშვების დამოკიდებულების ზრდაზე საუბრობს. თიკო აბაშიძის თქმით, შემდგომ განვითარებული აუტიზმის სპექტრის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად, მოზარდებში სწორედ, ციფრულ ტექნიკაზე დამოკიდებულება სახელდება.
ფსიქოლოგი, სმარტფონის გამოყენების შინაარსობრივ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. ზურაბ ქარჩავას თქმით, თამაშები, რომლებშიც მოზარდები ძირათადად მობილურის მეშვეობით ერთვებიან, მათში ხშირ შემთხვევაში აგრესიის პროვოცირებას იწვევს. სპეციალისტი, ამ ტიპის მიჯაჭვულობაში მშობლის როლს გადამწყვეტ ფაქტორად ასახელებს.
ფსიქოლოგის რჩევით ტელეფონის გამოყენება რვა-ცხრა წლის ასაკიდან, მხოლოდ ერთი საათითაა რეკომენდირებული.