12, დეკემბერი 2019 20:31:00
პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე 86 მილიონი ლარი გამოიყო, თანხის დიდი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა.