13, დეკემბერი 2019 18:06:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნატო-სთან“ დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო ლექცია გაიმართა. სტუდენტები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს გაეცნენ. შეხვედრაზე ნატოს ისტორიასა და დასავლური სამყაროსთვის ალიანსის როლზე ისაუბრეს. ღონისძიება პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების ფარგლებში“ ჩატარდა. მას მხარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უჭერს.