13, დეკემბერი 2019 18:09:00
"ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის პროტესტის ფონზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი მაინც დაამტკიცა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, მოქმედი გენერალური პროკურორი, რომლის იურისტის დიპლომსაც მესამე სექტორი გაყალბებულად მიიჩნევს. აშშ-ს საელჩომ პროცესი კრიტიკულად შეაფასა.