13, დეკემბერი 2019 21:59:00
ცხოვრება გაუსაძლის პირობებში მეზობლების დახმარების იმედად. დაბა ჩაქვში მცხოვრები თუშიშვილები ყოველდღიურად თავის გადასარჩენად მძიმე სოციალურ პირობებს ებრძვიან. დედა შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს . შეჩერებული სოციალური დახმარებით წამლების ყიდვასაც ვერ ახერხებენ. პასუხისმგებელ უწყებაში კი ამბობენ, რომ სისტემაში, რომლითაც ქულებს ითვლიან, ხარვეზებია.სოფიო თუშიშვილი იმ გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს აღწერს, რომელშიც სიდუხჭირის გამო უწევს ცხოვრება. ის 33 წლის შვილთან ერთად მეზობლის მიერ ნაწყალობევ საწყობში, დროებითაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილს ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია, თავად კი იმისთვის, რომ იარსებოს, სოფლის სასაფლაოებს აწესრიგებს. ამბობს, რომ ამ გზით თვეში ათ ლარამდე გამოიმუშავებს.
ოჯახს, რომელშიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ორი პირი ცხოვრობს სოციალური დახმარებაც შეუჩერდა. სოფიოსთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაუფიქსირდათ მაღალი სარეიტინგო ქულა. ზამთრის გაუსაძლის სიცივეებთან გამკვლლავება, გათბობის გარეშე მოუწევთ. საცხოვრებელს, ელემენტალური საჭიროების სველი წერტილიც კი არ გააჩნია.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი გვიყვება, რომ ამ პირობებს ხუთი წლის განმავლობაში მეზობლების დახმარებით იტანს. ამბობს, რომ მაღაზიიდან მეოთხე თვეა პურს ნისიად იღებს, გასაყიდად გამოუსადეგარ პროდუქტს კი მეპატრონე უსასყიდლოდ აძლევს.
რა მოტივით გაუუქმდა სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში მცხოვრებ ოჯახს სოციალური დახმარება? ამ კითხვით სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ. პასუხი, ამ შემთხვევშიც იგივე გაგვცეს: რომ ქულებს პროგრამა ითვლოს და მას სოციალური მუშაკი არ ადგენს.
ქობულეთის მერიაში ოჯახთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. კითხვაზე თუ რა დახმარება შეუძლია თვითმმართველობას მუნიციპალიტეტში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახისთვის? უწყებაში გვიპასუხეს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა, ამ შემთხვევაში, ქმედუუნაროა