ავარიული დაზიანების გამო ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩებს წყალმომარაგება შეუწყდა საღამოს 21:00 საათამდე. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.