17, დეკემბერი 2019 10:22:00
დღეიდან, საქართველოში გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.