17, დეკემბერი 2019 17:06:00
ინტენსიური თოვის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ როდემდე შენარჩუნდება შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში დღეს გამოიდარებს და მომდევნო დღეებში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ღამით ყინვა იქნება.