17, დეკემბერი 2019 17:26:00
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 382 ფაქტი გამოვლინდა. დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 3 ათას 951 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა: 81 ფაქტი - საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების; 18 შემთხვევა- ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელებისა და 283 ფაქტი მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისა.