17, დეკემბერი 2019 17:51:00
ბათუმში, ზუბალაშვილის 38 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. შეიცვალა შენობის იატაკი და ჭერი. დამონტაჟდა ახალი ელექტროგაყვანილობა. ასევე რეაბილიტაცია შენობის შიდა კედლებსა და გარე ფასადსაც ჩაუტარდა. ამასთან, შენობის ეზოში დაზიანებული ფილების აღდგენაც განხორციელდა. პროექტის ღირებულება 451 ათას 548 ლარს შეადგენს.