17, დეკემბერი 2019 22:21:00
ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა.
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი დათვალიერების შედეგად მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდათ.
დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: batumelebi