18, დეკემბერი 2019 16:18:00
თბილისში, უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა ტერიტორია დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთერთი ვერსიით, გარდაცვლილს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც ავტომანქანის მოახლოება ვერ იგრძნო.
ავარიის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშის პრესსამმსახურშიც ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მძღოლი სათვალთვალო ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად უკვე იდენთიფიცირებულია და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: intermedia.ge