20, დეკემბერი 2019 17:54:00
15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიანა ჩოლოიანისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, საავადმყოფოში იმსჯელა. შეგახსენებთ, მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება, 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაკეთდა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.