23, დეკემბერი 2019 18:54:00
ბათუმში ნაძვის ხე 25 დეკემბერს საღამოს 8 საათზე აინთება. მთავარი საახალწლო ატრიბუტი, ქოლგებითა და დელფინებით იქნება მორთული. 25 იანვრიდანვე დაიწყება კონცერტები, გასართობი შოუ პროგრამები, მთავარი ღონისძიება კი გალა კონცერტი ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით 31 დეკემბერს გაიმართება.