24, დეკემბერი 2019 13:58:00
პოლიციის დაჭრაში ბრალდებულის ძმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გუშინ, შეიყვანეს, სადაც მკურნალობის კურს გადის. მანამდე იგი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა.
როგორც TV25.GE-ს ინფორმირებული წყარო უყვება, ეს უკანასკნელი სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი გახდა, რის გამოც მას ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა.
შეგახსენებთ, 18 დეკემბერს ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულ ინსპექტორი მოქალაქემ ყელის არეში დაჭრა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.