09, მაისი 2017 17:08:00
საქართველოს პრემიერ მინისტრი აშში-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინსაც შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ სიტუაციას. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. სენატორ მაკკეინის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი გვერდით უდგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიერ შეტანილ წვლილსაც.