24, დეკემბერი 2019 19:37:00
სოფელ ვანში ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა. შუახევის მერიაში TV25-ს უთხრეს, რომ ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თემურ ცენტერაძის ოჯახი სოფელში მუდმივი მაცხოვრებელია, როლანდ და ჯემალ ცენტერაძეების ოჯახები კი, სოფელში სეზონურად ცხოვრობენ. მერია დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარება.