24, დეკემბერი 2019 19:55:00
მახინჯაურში, ჰორტენზიის დასახლებაში მცხოვრებლები ავტობანის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. 10მდე ოჯახი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათივე მტკიცებით, მაგისტრალის მშენებლობამ გამოიწვია. დაიბზარა საცხოვრებელი სახლების ფასადები და დაზიანდა საძირკველი, ასევე ზიანი მიადგა ნარგავებსაც. ადგილობრივები გასახლებას ან კომპენსაციას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მშენებლობის პროცესისათვის ხელის შეშლას გეგმავენ.