25, დეკემბერი 2019 11:42:00
დღეს, დასავლეთ საქართველოს მუფტი უნდა აირჩიონ. კენჭისყრა 15:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც TV25.GE-ს ინფორმირებული წყარო უყვება ახალი კანდიდატი უშუალოდ სუსის ჩართულობით შეარჩიეს. წყაროს მტკიცებით, ეს პიროვნება ადამ შანთაძეა, რომლის არჩევასაც სამუფტოს წარმომადგენლებს აიძულებენ..
"სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნა, ყველა სამუფტოში ჩამორეკეს და დღესვე ბათუმში ჩამოსვლა მოსთხოვეს. გვაიძულებენ ადამ შანთაძის არჩევას. უმრავლესობას კანდიდატი არ მოწონს, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სუსია ჩართული პროსესში" - გვითხრა წყარომ სატელეფონო საუბრისას.
კადიდატის დასახელება უკვე ვადა ამოწურულ მუფტს შეუძლია, რომელიც ჩვენთან საუბრისას არ აკონკრეტებს დეტალებს, თუმცა ბეგლარ ქამაშიძე ადამ შანთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.
"ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაძლოა რამდენიმე კანდიდატი დასახელდეს, დაველოდოთ მოვლენებ. მე ადამ შანთაძეს ვუჭერ მხარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პიროვნებას ავირჩევთ. ტყუილია, სუსი არ ერევა პროცესში და ყველა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას" - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ, რომელსაც ვადა ნოემბერში ამოეწურა.
დასავლეთ საქართველოს მუფტს ხუთი წლის ვადით, 19 კაციანი საბჭო ირჩევს.
ადამ შანთაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, მას ტელეფონი გამორთული აქვს.