27, დეკემბერი 2019 19:38:00
„მაგნოლია 2019“ - დაჯილდოვების ცერემონია ბათუმში გაიმართა. აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოავლინეს. საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ „ჰილტონ ბათუმი“, არაბრენდულ სასტუმროდ კი „ადმირალი“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ატრაქციისა კი ბათუმის დელფინარიუმმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა. ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს.