28, დეკემბერი 2019 12:03:00
რუსთავში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. როგორც ავტომობილის მძღოლი აცხადებს, მოზარდმა წინ გადაურბინა.
შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.